ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

აშშ წითელ ზღვაში გემების დასაცავად ჰუსიტების წინააღმდეგ საზღვაო კოალიციას ქმნის

ამერიკის შეერთებული შტატები წითელ ზღვაში გემების დასაცავად ჰუსიტების წინააღმდეგ საზღვაო კოალიციას ქმნის. საზღვაო თავდაცვის მექანიზმი ამოქმედდება წითელი ზღვის სამხრეთ ნაწილში, მეამბოხე ჰუსიტების მხრიდან მზარდი თავდასხმების შესაჩერებლად.
წითელ ზღვაზე ჰუსიტების მიერ გემებზე გახშირებული თავდასხმების გამო დიდმა სავაჭრო და სატვირთო კომპანიებმა მოძრაობა შეაჩერეს.წითელ ზღვაში მოძრაობა დროებით შეაჩერა ბრიტანულმა ნავთობისა და გაზის კომპანია "ბიპი"-მ. გერმანიის გადამზიდავმა კომპანიამ კი "ჰაპაგ-ლოიდ"-მა რამდენიმე საკონტეინერო გემს მარშრუტი შეუცვალა.
ჰუსიტების დაჯგუფება ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ისრაელისა და "ჰამასს" შორის კონფლიქტის დაწყებიდან ისინი ისრაელისკენ მიმავალ ყველა გემს სამიზნეში იღებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.