არქივი27 ივლისი, 2024, 10:50
საბა ლობჟანიძემ "დისი იუნაიტედს" შესანიშნავი გოლი გაუტანა [VIDEO]
ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასის გათამაშებაში "ატლანტა იუნაიტედი" "დისი იუნაიტედს" დაუპირისპირდა, ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი "ატლანტა" 5:6 დამარცხდა.
მასპინძელთა რიგებში საბა ლობჟანიძემ მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა 38-ე წუთზე შორეული დარტყმით ალექს ბონოს კარი აიღო.
ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.