ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბუდუ-გოლმა ლიგა 1-ის გუნდსაც გაუტანა [VIDEO]

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ საკუთარ მოედანზე, ლიგა 1-ის "სტრასბურგთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (4:1) გამოიჩინა თავი.
ზივზივაძე მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ისევ სასტარტოში დააყენა, მან მე-40 წუთზე დალაშქრა ფრანგული გუნდის კარი, 77-ე წუთზე კი შეცვალეს.
თამაშს BBBank Wildpark-ზე 10 500 მაყურებელი დაესწრო.
შეგახსენებთ, ბუდუმ 21 ივლისს ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრაში შესვენებამდე ითამაშა და დუბლი შეასრულა.
3 აგვისტოს, მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში "კარლსრუე" "ნიურნბერგს" უმასპინძლებს.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.