ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კვერნაძის ლამაზი გოლი "ბარის" წინააღმდეგ - ქართველი შემტევი კარგ ფორმაში შედის [VIDEO]

სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, გიორგი კვერნაძის "ფროზინონე" "ბარის" დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა.
ჩვენებურმა აღნიშნული დაპირისპირება შესანიშნავად ჩაატარა, აქტიური გახლდათ და მე-15 წუთზე ლამაზი გოლიც გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრაში 21 წლის ქართველმა ასევე ლამაზი ასისტიც მიითვალა. ინფორმაციისთვის, "ფროზინონე" გასულ სეზონში იტალიის სერია A-დან გავარდა და გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ვინჩენცო ვივარინი ჰყავს.
"ფროზინონემ" ფოთის "კოლხეთიდან" კვერნაძე რამდენიმე კვირის წინ 500 000 ევროდ გამოისყიდა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.