არქივი29 სექტემბერი, 2024, 10:51
საბას ვეღარ აჩერებენ - ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში [VIDEO]
![საბას ვეღარ აჩერებენ - ლობჟანიძის მორიგი გოლი MLS-ში [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/09/308c6f692f0c0f3c9817483d9d0d4baf-22GpdG.jpeg)
MLS-ის მორიგ ტურში საბა ლობჟანიძის "ატლანტა იუნაიტედი" "ფილადელფია უნიონს" დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.
თავდაპირველად "ფილადელფია" დაწინაურდა, თუმცა "ატლანტას" ქართველმა ლეგიონერმა საბა ლობჟანიძემ თავით ანგარიში გაათანაბრა და საკუთარი გუნდი მარცხისგან იხსნა.
საბამ "ატლანტა იუნაიტედის" მაისურით მიმდინარე სეზონში 27 მატჩში 8 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასია, მისი გუნდი MLS-ის სატურნირო ცხრილში 34 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.