ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია პენტენციური სამსახურის განმარტებას, რომ პატიმარ ღარიბაშვილს ორი პაემანი ეკუთვნოდა და ორივე უკვე გამოიყენა, ასე ეხმაურება:
,,შვილებს არ ვაჩვენებთო ირაკლი ღარიბაშვილს, რადგან ლიმიტი ამოეწურაო. შემდეგი რა იქნება? წერილის დაწერის ლიმიტი ამოეწურება?
სააკაშვილს არ მოქცევიხართ ასე, თქვე დალოცვილებო. ეგ ლიმიტებიც თქვენს ხელში არაა?!
დღეში შვიდჯერ შედიოდნენ სააკაშვილთან სტუმრები, შეყვარებულები და დედის მომზადებულ ცხელ წვნიანს არ აკლებდით ყოველდღე.
ღარიბაშვილმა რა ჩაიდინა ასეთი, ნაცებზე უარესი დააშავა რამე? ომის თემა რომ დაგიჩემებიათ, ზუსტად ღარიბაშვილი იყო ის პრემიერ-მინისტრი, ვინც ეს ომი არ დაიწყო.
ცნობისთვის, სააკაშვილს 12 წელი აქვს მისჯილი, ღარიბაშვილის ბრალი კი 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ვანო მერაბიშვილი 9 წელში გამოვიდა, 49 მილიონის გამფლანგველი უგულავა კი რამდენიმე წელიწადში გამოუშვით.
ციხის მწამებლებთან და ჯალათებთან ჰუმანური იყავით, ყველა გარეთაა, ყოფილ მეგობართან როგორ იქცევით?!”




