„სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, მ, რომელმაც ენმ ცოტა ხნის წინ დატოვა და ახალი პარტიის შექმნას აანონსებს, „რადიო თავისუფლებას“ ვრცელი ინტერვიუ მისცა.
მან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის, საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
„თავს კომფორტულად არ ვგრძნობ [მასზე საუბრისას], როცა ოთხ კედელშია ადამიანი. სანამ ის იქნება პატიმარი, ჩემი სურვილი იქნებოდა, მე მასზე არ მესაუბრა და მე ამ სურვილში თანმიმდევრული ვარ. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ ხალხს, ათასობით ადამიანს, ვინც დატოვა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და არის ჩვენი მხარდამჭერი და პოტენციური ამომრჩეველი, აქვთ ეს კითხვა: შესაძლებელია ეს ყველაფერი მომხდარიყო იმგვარად, რომ ეს მიხეილ სააკაშვილს არ სცოდნოდა? არ მსურს ამ პროცესში შესვლა. ადამიანს როდესაც თვალებში ჩავხედავ და შევხვდები, აუცილებლად იქნება პასუხები თქვენს კითხვებზე. მორალურად გამიმარტივდება…
“[ეს] არ ნიშნავს, რომ მასთან კითხვები არ მაქვს, მაქვს. ეს კითხვები მასთან დაისმება მას შემდეგ, როცა მექნება მასთან [შეხვედრის] შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წამმოუდგენელი – ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად“, – თქვა ნიკა მელიამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ