ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მელია: მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელმაც პარტია ერთი კვირის წინ დატოვა "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ არ სურს მესამე პრეზიდენტზე საუბარი, სანამ ის პატიმრობაშია.
მელია გამორიცხავს მომავალში მიხეილ სააკაშვილთან ერთად ყოფნას ერთ პარტიაში, ის 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად იმ პარტიით აპირებს, რომლის პრეზენტაციასაც მომავალი წლის დასაწყისში გამართავს.
"რაც შეეხება სააკაშვილს, კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ნიშნავს, რომ არ მაქვს მასთან დაკავშირებით კითხვები, მაქვს, ბუნებრივია. ეს კითხვები დაისმება პირველ რიგში ადამიანთან მას შემდეგ, როდესაც მექნება მასთან შესაძლებლობა. მე მასთან თანამშრომლობას, ერთ პარტიაში, მომავალში, მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე, ეს ვერ შედგება. ეს იქნება უბრალოდ ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი", - ამბობს მელია.
შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას გარდა პარტია "ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებსა და თბილისში ასობით წევრმა დატოვა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.