არქივი15 დეკემბერი, 2023, 02:01
ნიკა მელია: სააკაშვილთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ
„სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ“, - ამის შესახებ „ენმ“-ს ყოფილმა წევრმა ნიკა მელიამ „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სააკაშვილს რაც შეეხება, გულწრფელად გპასუხობთ აქაც. არ ნიშნავს, რომ მასთან დაკავშირებით კითხვები არ მაქვს - მაქვს, ბუნებრივია. ეს კითხვები დაისმება მას შემდეგ, როცა მექნება შეხვედრის შესაძლებლობა. მასთან თანამშრომლობას ერთ პარტიაში მომავალში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე ეს ვერ შედგება. ეს იქნება, უბრალოდ, ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი. ამას მე თქვენ გეუბნებით გულახდილად“, - აცხადებს ნიკა მელია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.