რუსული ძალების მიერ ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა
რუსი ოკუპანტების მიერ ხარკოვის, ხერსონისა და დნეპროპეტროვსკის ოლქების დაბომბვის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, 120-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინის ავრცელებს.
“20:30 საათის მდგომარეობით, სამწუხაროდ, დღევანდელი დაბომბვების შედეგად უკვე 19 გარდაცვლილის შესახებაა ცნობილი. ყველაზე მეტი ადამიანი ხარკოვის ოლქში გარდაიცვალა - 15, მათ შორისაა 8 წლის გოგო და დედამისი. ხერსონის ოლქში - სამი დაღუპული, დნეპროპეტროვსკის ოლქში - ერთი ადამიანი. ჭრილობები ამ რეგიონების 120-ზე მეტმა მაცხოვრებელმა მიიღო, მათგან 70-ზე მეტმა - ხარკოვის ოლქში,” - წერს კოსტინი.
მან აღნიშნა, რომ ხარკოვში სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.