ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია - ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონში პაკისტანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო რეგიონში პაკისტანის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
„დღეს დილით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სარავანის ერთ-ერთ სასაზღვრო სოფელში კიდევ ორი მამაკაცი დაიღუპა. დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა“, - განაცხადა სისტანი-ბელუჯისტანის ოსტანის გუბერნატორის მოადგილემ, ალირეზა მარჰამატიმ.
პაკისტანის მიერ სისტანი-ბელუჯისტანში განხორციელებული შეტევების შემდეგ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში პაკისტანელი დიპლომატი ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს.
შეგახსენებთ, სამშაბათს, ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რასაც დღეს დილით, პაკისტანის მიერ საპასუხო იერიშები მოჰყვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.