ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 15 დრონი ჩამოაგდეს.
„საჰაერო ძალებისა და უკრაინის თავდაცვის ძალების თანამშრომლობითა და ძალისხმევით, ნიკოლაევის, სუმის, ჩერკასის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, ხერსონისა და კიევის ოლქებში მტრის 15 უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა“, - წერს უკრაინის საჰაერო ძალები „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს, რუსებმა უკრაინის მიმართულებით სულ Shahed-136/131 ტიპის 35 დრონი გაუშვეს.
ასევე, რუსებმა დონეცკის მიმართულებით ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა გაისროლეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.