“რუსული სამხედრო ძალა აფხაზეთში მშვიდობის გარანტიაა” – გუნბა

“რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მეშვიდე სამხედრო ბაზა და ასევე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (ФСБ) სასაზღვრო სამმართველო, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარეობენ, დამატებით გარანტიას წარმოადგენენ მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ქვეყნის ტერიტორიაზე”, — ამის შესახებ განცხადება კავკასიის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში სააგენტო ТАСС-თან ინტერვიუში გააკეთა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ.
„მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის თანამშრომლობის გაგრძელება რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროსთან. აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზა, ასევე მდებარეობს ФСБ-ის სასაზღვრო სამმართველო. ამ დანაყოფების ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე, უდავოდ, დამატებითი შესაძლებლობაა მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აფხაზეთში მცხოვრები ხალხი მადლობას უხდის რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მიღებული გადაწყვეტილებისთვის. დარწმუნებული ვარ, მათი ყოფნა მომავალშიც შეუწყობს ხელს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“, — ამბობს გუნბა.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა მოლაპარაკება გამართა აფხაზეთის [დე ფაქტო] თავდაცვის მინისტრთან, გენერალ-პოლკოვნიკ ვლადიმირ ანუასთან. ბელოუსოვმა აფხაზეთი „საიმედო მოკავშირედ“ მოიხსენია სამხრეთ კავკასიაში და აღნიშნა, რომ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში, ქვეყნები „საერთო თავდაცვის სივრცეს“ ქმნიან.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება