ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება. ამ განცხადებას ე.წ პრეზიდენტი ბადრა გუნბა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან აკეთებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ორი წლის წინ სუსი ამტკიცებდა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაგეგმილი არ იყო. მაშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციას, ექსპერტებს და ამ თემით დაინტერესებულ პირებს არწმუნებდა, რომ ოჩამჩირეში, ანაკლიიდან რამდენიმე კილომეტში, საკონტეინერო გადაზიდვების ტერმინალი შენდებოდა.
ანალიტიკოსები საფრთხეებზე საუბრობენ და პირდაპირ ამბობენ, რომ “ოცნება” არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუსეთმა ოკუპირებული საბრძოლო პოლიგონად არ აქციოს.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ანდრო გოცირიძე, ტვ პირველთან, ამბობს:
ყველა შემთხვევაში იქნება ლეგიტიმური სამიზნე რუსეთის მოწინააღმდეგეების, ამ შემთხვევაში, უკრაინის. ეს პორტი ანაკლიიდან, დაახლოებით, 25-30 კმ-ის დაშორებით არის და რა თქმა უნდა, ამ ინვესტიციისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია. ერთ-ერთი მიზეზი ამ პორტის აქ განთავსებისა, ესეც არის, შეუშალოს ხელი საქართველოს ინტეგრაციას ამ სატრანზიტო გზაზე, დერეფანში.

ასევე დაგაინტერესებთ

Amnesty International – საქართველოში სამოქალაქო ჯგუფები, მედია, პარტიები და პოლიტიკოსები სამიზნედ იქცნენ რეპრესიული კანონმდებლობისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის გამოყენებით

გიორგი ვაშაძე კახა კალაძეს – 70%-იანი მხარდაჭერა მაქვსო, ამბობ, არა? თუ ასე დარწმუნებული ხარ საკუთარ ლეგიტიმაციაში, წამოდი დაცვისა და „ფერარის“ გარეშე გავიაროთ თბილისის ქუჩებში, ვნახოთ, ხალხს ვისთან რა სათქმელი ექნება

სუს: BBC-ის ინფორმაცია „კამიტის“ მომიტინგეთა წინააღმდეგ გამოყენების შესახებ მიზანმიმართული დეზინფორმაციაა – საქართველოს მოქალაქეების და ფილმის ავტორების მოქმედებები, მტრული მიზნების მისაღწევად კარგად ორგანიზებულ და კამპანიურ ხასიათს ატარებდა