არქივი2 ივნისი 2025, 13:36
ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის ტექნიკური ბაზა აშენდება – გუნბა

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსულ ТАСС-სთან საუბარში დაადასტურა, რომ ოჩამჩირის რაიონში რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა აშენდება.
„[რუსული] სამხედრო-საზღვაო ბაზის შექმნა, როგორც ასეთი, არ იგეგმება, თუმცა დაგეგმილია ოჩამჩირის რაიონში შავი ზღვის ფლოტისთვის სწორედ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გახსნა“, — განაცხადა მან.
გუნბას თქმით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში “იგეგმება თანამშრომლობის გაძლიერება ორივე ქვეყნის ეროვნულ თავდაცვის სამინისტროებს შორისაც”.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.