ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული საკრუიზო ლაინერი „ვლადიმერ ჟირინოვსკი“ ბათუმშიც შევა | მედია

რუსული საკრუიზო ლაინერის, „ვლადიმერ ჟირინოვსკის“ მარშრუტში ბათუმსაც შეიყვანენ. ამის შესახებ რამდენიმე რუსული მედიასაშუალება იუწყება. ბათუმთან ერთად ლაინერის მარშრუტში შედის სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.
როგორც ირკვევა, ოთხგემბანიანი ლაინერი ამჟამად ქალაქ ასტრახანში შენდება და თავდაპირველად გადაწყვეტილი იყო, რომ მისთვის პეტრე პირველის სახელი დაერქმიათ, თუმცა ახლა ეს გადაწყვეტილება შეცვალეს და გემს რუსეთის ლიბერალურ დემოკრატიული პარტიის ლიდერის სახელი მიენიჭება.
გემის წყალზე ჩაშვება მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ბათუმის პორტში ორჯერ შემოვიდა რუსული საკრუიზო ლაინერი „ასტორია გრანდე“, მაგრამ მოსახლეობის პროტესტის შემდეგ ლაინერმა მარშრუტიდან საქართველოს შავიზღვისპირა ქალაქი ამოიღო.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.