რუსული გემი “ჟირინოვსკი” ბათუმში გაჩერდება – მედია
რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქი ბათუმი მშენებარე საკრუიზო გემის, ვლადიმირ ჟირინოვსკის მარშრუტშია.
ბათუმთან ერთად ლაინერის მარშრუტში შედის ქალაქები: სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.
გამოცემა ПортНьюс-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ჟირინოვსკი მოსკოვის სამდინარო გადაზიდვის კომპანიის დაკვეთით ასტრახანში შენდება. გემის გაშვება 2024 წელს იგეგმება, მისი ოპერატორი კომპანია Мостурфлот-ი იქნება. გემზე იქნება საცხოვრებელი კაბინები, საცურაო აუზები, ტერასები და სარესტორნო კომპლექსები.
აღსანიშნავია, რომ ლაინერს თავდაპირველად პეტრე დიდი ერქვა, თუმცა მას მოგვიანებით სახელი რუსეთის დუმის მკვდარი დეპუტატის, ვლადიმირ ჟირინოვსკის პატივსაცემად გადაარქვეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.