არქივი24 იანვარი, 2024, 17:58
რუსული მედია: პუტინი ლუკაშენკოს მიმდინარე კვირის ბოლომდე შეხვდება
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და მისი ბელარუსი კოლეგის ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება. ამის შესახებ რუსული სამთავრობო მედია იტყობინება.
„ეს {შეხვედრა} იქნება მალე, დიდი ალბათობით მიმდინარე კვირის ბოლომდე“, - აღნიშნა რუსულ მედიასთან საუბარში კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
ინფორმაციისთვის, 2024 წელს პირველად შედგება რუსეთის პრეზიდენტისა და ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტის შეხვედრა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.