რუსული მხარის ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე 113 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ბელგოროდის, ვორონეჟის, კურსკისა და ბრიანსკის ოლქებში 113 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 113 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი: 73 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, 25 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 14 - კურსკის ოლქის ტერიტორიაზე და ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქში“, - აცხადებენ უწყებაში.
ბელგოროდის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევების შედეგად ადგილობრივი მცხოვრები მსუბუქად დაშავდა, დაზიანდა სამი კერძო სახლი და ერთი ავტომობილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.