არქივი15 აგვისტო, 2024, 12:09
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ შებეკინოს დრონებით შეუტია, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდის ოლქის ქალაქ შებეკინოს დრონებით შეუტიეს, არიან დაშავებულები, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„დაშავებულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის სასწრაფო დახმარების ორი მუშაკი“, - წერს გლადკოვი.
მისი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქალაქი შებეკინო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში მდებარეობს. რუსეთის კურსკის, ბელგოროდისა და ბრიანსკის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი მოქმედებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.