რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ ქვეყნის 5 ოლქს რაკეტებითა და დრონებით შეუტია
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ქვეყნის ოლქებში უკრაინის შეიარაღებული ძალების 32 დრონი და „ტოჩკა-უ“ ტიპის 4 რაკეტა ჩამოაგდო, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე 14 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და ოთხი ტაქტიკური რაკეტა „ტოჩკა-უ“ განადგურდა, ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე 16 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ, 3 - ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე, ბრიანსკისა და ორიოლოს ოლქების ტერიტორიებზე კი - თითი-თითო“, - აღნიშულია უწყების ინფორმაციაში.
კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა გვიან ღამით განაცხადა, რომ უკრაინის თავდასხმის გამო 13 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი მძიმე მდგომარეობაშია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.