პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ

უკრაინის შეიარაღებული ძალები 28 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებენ, - ამის შესახებ კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ზუსტად ამ ზონაში 28 დასახლებული პუნქტი მდებარეობს, ეს დაახლოებით 2 ათასი ადამიანია, რომელთა ბედი ჩვენთვის უცნობია“, - განაცხადა სმირნოვმა.
სმირნოვის თქმით, უკრაინელი სამხედროები 12 კილომეტრის სიღრმეში შევიდნენ და 40 კილომეტრის სიგანის ზოლი დაიკავეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.