ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინა ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებს დრონებით დაესხა თავს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ბრიანსკისა და ორიოლის ოლქებში ექვსი უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე გაანადგურეს, კიდევ ორი კი - ორიოლის ოლქის ტერიტორიაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.