პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, ტულის ოლქში უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა

ტულის ოლქის თავზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა, - ინფორმაციას რუსული მედია ტულის ოლქის რეგიონული უსაფრთხოების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„6-7 მარტის ღამეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ტულის ოლქის თავზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში განმარტავენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას ინფრასტრუქტურის ნგრევა და მსხვერპლი მოჰყოლია.
შეგახსენებთ, რუსული მედია თითქმის ყოველდღე ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე უკრაინული დრონებით თავდასხმის შესახებ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.