ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუბერნატორი - უკრაინა ბელგოროდს დრონებით დაესხა თავს

უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდს თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება.
მისი ინფორმაციით, ქალაქზე თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი სახლის ფანჯრების მინები ჩაიმსხვრა, მაგრამ არავინ დაშავებულა.
„ქალაქ ბელგოროდს უკრაინის შეიარაღებული ძალები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატით დაესხნენ თავს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად მშრალ ბალახში ხანძარი გაჩნდა, რომელიც სახანძრო ეკიპაჟებმა სწრაფად ჩააქრეს. ასევე ჩაიმსხვრა ფანჯრების მინები ერთ-ერთ კერძო სახლში“, - წერს გლადკოვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.