ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, ვოლგოგრადსა და ბელგოროდში 12 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვოლგოგრადის ოლქის თავზე 11 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, ერთი კი - ბელგოროდის ოლქში გაანადგურეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
უწყების მტკიცებით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ტერიტორიაზე ერთი უკრაინული დრონი გაანადგურეს, კიდევ თერთმეტი კი - ვოლგოგრადის ოლქის თავზე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.