ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარე აცხადებს, რომ როსტოვისა და კურსკის ოლქებში უკრაინული დრონები ჩამოაგდეს

რუსული მხარე აცხადებს, რომ როსტოვისა და კურსკის ოლქებში უკრაინული დრონები ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სულ 47 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
კურსკის ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი აცხადებს, რომ უკრაინული დრონი სამედიცინო კლინიკის სახურავს დაეცა, რის შემდეგ რეანიმაციულ განყოფილებაში მყოფი პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის, ვასილი გოლუბევის ცნობით, დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად სამაშველო სამსახურის ერთი თანამშრომელი დაშავდა.
ადგილობრივი „ტელეგრამის“ არხების ინფორმაციით, როსტოვის ოლქის ქალაქ ტაგანროგში ადგილობრივებმა ღამით ხუთი აფეთქების ხმა გაიგეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.