ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით 88 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და რუსეთის ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსული მხარის ინფორმაციით, ღამით 88 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს და რუსეთის ხუთმა აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ღამით რუსეთის ტერიტორიაზე 88 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 52 უპილოტო საფრენი აპარატი ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს, 13 - ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, 9-როსტოვის ოლქის თავზე, 8 უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე, 3 - ასტრახანში და თითო-თითო კრასნოდარის, რიაზანისა და კურსკის ტერიტორიებზე.
ამასთან, რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ღამით, უსაფრთხოების გამო, რუსეთის ხუთ აეროპორტში - ვოლგოგრადის, ყაზანის, ასტრახანის, ნიჟნი ნოვგოროდისა და ვლადიკავკაზის აეროპორტებში - დროებითი შეზღუდვები დაწესდა. მოგვიანებით, ხუთივე აეროპორტმა მუშაობა განაახლა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.