ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსული მხარის ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 105 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„22 მაისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან 05:30 საათამდე, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 105 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 35 დრონი - მოსკოვის ოლქში ჩამოაგდეს.
ამასთან, 14 დრონი ჩამოაგდეს ორიოლის ოლქში, 12 - კურსკში, 11 - ბელგოროდში, 10 - ტულის ოლქში, 9 - კალუგის ოლქში, 7 - ვორონეჟში, 3 - ლიპეცკის ოლქში, 3 - სმოლენსკის და 1 ბრიანსკის ოლქში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.