ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის თავდაცვის უწყება - ქვეყნის რეგიონებში 127 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის თავდაცვის უწყება - ქვეყნის რეგიონებში 127 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში 127 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 41 დრონი - ბრიანსკის ოლქში ჩამოაგდეს.
ამასთან, 37 დრონი გაანადგურეს ორიოლის ოლქში, 31 - კურსკში, 6 - მოსკოვის ოლქში, 5 - ვლადიმირში, 3 - რიაზანში, თითო-თითო კი - ბელგოროდის, ტულას და კალუგას ოლქებში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კიდევ ერთი დრონი შავი ზღვის თავზე ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.