ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, 7 რეგიონში 99 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

რუსული მხარის ინფორმაციით, 7 რეგიონში 99 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რამდენიმე აეროპორტში შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის შვიდ რეგიონში 99 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, ყველაზე მეტი - 56 დრონი - ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს, 25 დრონი - ვორონეჟის ოლქში, 7 - ვლადიმირში, 5 - კალუგაში, ოთხი - ტულაში და თითო-თითო როსტოვსა და ლიპეცკში.
რუსული მედია „როსავიაციაზე“ დაყრდნობით იუწყება, რომ ნიჟნი ნოვგოროდის, სარატოვის, ტამბოვისა და კალუგას აეროპორტებში სამოქალაქო თვითმფრინავების ჩაფრენასა და გამგზავრებაზე შეზღუდვები დაწესდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.