რუსული მხარის ინფორმაციით, მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა – მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა

რუსეთის დედაქალაქს დაახლოებით 60 დრონით შეუტიეს, მოსკოვის აეროპორტებში შეზღუდვები დაწესდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია მოსკოვის მერზე სერგეი სობიანინზე და „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სობიანინის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა ათობით დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ.

„როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მოსკოვის დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს. მანამდე, შეზღუდვები დაწესდა შერემეტიევოს აეროპორტშიც.

სობიანინი შედეგებზე ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა აცხადებს, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალისტები ჩამოვარდნილი ნამსხვრევების ადგილზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი – რუსეთმა გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები – ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას