ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, ვორონეჟში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

რუსული მხარის ინფორმაციით, ვორონეჟში უკრაინული დრონებით თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქზე უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, ალექსანდრ გუსევზე დაყრდნობით ავრცელებს.
გუბერნატორის განცხადებით, ერთი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.
გუსევის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე ბინა მრავალსართულიან შენობებში, კერძო სახლები, ავტომობილები და სავაჭრო ობიექტები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვორონეჟის ოლქში ღამით 12 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.