რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინული დრონები ღამით მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაზიანდა

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინული დრონები ღამით მოსკოვსა და რუსეთის სხვა რეგიონებს დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სასოფლო-სამეურნეო საწარმო დაზიანდა.
რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალების ცნობით, გასული ღამის განმავლობაში მათ 155 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, მათ შორის 11 მოსკოვის მიმართულებით.
რუსეთის დედაქალაქის ოთხი აეროპორტიდან სამმა, დომოდედოვომ, ვნუკოვომ და ჟუკოვსკიმ, მუშაობა დროებით შეაჩერა.
როგორც Reuters წერს სამინისტრო მხოლოდ იმ დრონების რაოდენობას ავრცელებს, რომლებიც მისმა დანაყოფებმა გაანადგურეს და არა იმას, თუ რამდენი დრონი გაუშვა უკრაინამ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა კერესელიძე – ყულევის ქარხნის დასანქცირება ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, მაგრამ უფრო მეტად ქვეყნის რეპუტაციაზე აისახება, აშშ-ის თავდაცვის და სახელმწიფო მდივნის ანგარიშები კი მკაცრი იქნება, „ოცნებას“ მოუწევს პოზიციების შეცვლა

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)