რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა

რუსების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შედეგად, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 10 ივლისის ღამეს, რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, ორი ქალბატონი დაიღუპა, 68 წლის ადგილობრივი მცხოვრები და 22 წლის პოლიციის კაპრალი.
ასევე, უკრაინის შინაგან საქმეთა უწყებაში განაცხადეს, რომ ქვეყნის დედაქალაქის 8 რაიონში საცხოვრებელი, სამედიცინო, საგანმანათლებლო, კომერციული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, დაშავებულთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა.
„ექიმებმა 10 მათგანი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს დახმარება ადგილზე გაუწიეს“, – წერს ვიტალი კლიჩკო „ტელეგრამის“ არხზე.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად