რუსული მხარის განცხადებით, მოსკოვზე 600-ზე მეტი დრონით შეტევა განხორციელდა

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, ღამის განმავლობაში დედაქალაქისა და მოსკოვის ოლქის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი დააფიქსირეს.

„გუშინდელი საღამოდან დღეს დილის 5:00 საათამდე მოსკოვის რეგიონის მიმართულებით 620 უპილოტო საფრენი აპარატი მოფრინავდა, რომელთაგან 180 მოსკოვის რეგიონში გაანადგურეს“, – აღნიშნა სობიანინმა.

მისი თქმით, ნანგრევების ჩამოვარდნის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მოსკოვში რვა ავიარეისის დაშვება ვერ მოხერხდა.

ამასთან, „როსავიაციამ“ მოსკოვის ვნუკოვოს, დომოდედოვოს, ჟუკოვსკის და შერემეტიევოს აეროპორტებში შეზღუდვები გამოაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო