ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ სავაჭრო გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ სავაჭრო გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მიერ სავაჭრო გემების დაკავებას შესაბამის პასუხს გასცემს.

ვლადიმერ პუტინმა სარაკეტო კრეისერი „ვარიაგიდან“ რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტის წვრთნების დასკვნითი ეტაპის მიმდინარეობას მიადევნა თვალი და ადმირალ ვიქტორ ლიინისგან ანგარიში მოისმინა.

„თუ ამის [ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული სავაჭრო გემების დაკავება] პრაქტიკაში განხორციელება დაიწყება, ჩვენ იძულებულები გავხდებით, რომ სარკისებურად ვუპასუხოთ“, - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსეთი მის გემებზე თავდასხმებს ნებისმიერ ადგილას უპასუხებს.

„ეს მხოლოდ იმ წყლებში არ მოხდება, სადაც გემებზე თავდასხმები იგეგმება, არამედ ყველგან, სადაც ამას საჭიროდ ჩავთვლით, მათ შორის წყნარი ოკეანის ფლოტის პასუხისმგებლობის ზონაში“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.