ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით რუსეთის რეგიონებსა და აზოვისა და შავი ზღვების აკვატორიაში 54 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, 24 დრონი ბრიანსკის ოლქის თავზე ჩამოაგდეს, 12 - როსტოვის ოლქში, 6 - ყირიმის თავზე, 4 - აზოვის ზღვის აკვატორიის თავზე, 3 - შავი ზღვის თავზე, ორ-ორი ორიოლისა და ტულის ოლქში, ერთი - ბელგოროდში.
როსტოვის ოლქის მოვალეობის შემსრულებლის, იური სლიუსარის თქმით, ზიმოვნიკოვსკის რაიონში დრონით დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი ავტომობილი დაიწვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.