ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული მედია: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თურქეთში დღის მეორე ნახევარში გაიმართება

რუსული მედია: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თურქეთში დღის მეორე ნახევარში გაიმართება

რუსეთის დელეგაცია სტამბოლში უკრაინის დელეგაციასთან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა, რომელიც დღის მეორე ნახევარში დაიწყება, - ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა.

„რუსეთის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა“, - აცხადებს წყარო.

როგორ რუსული მედია წერს, მოლაპარაკებები დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართება.

მანამდე კი, როგორც კრემლის ლიდერის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სტამბოლში უკრაინულ მხარესთან მომავალი მოლაპარაკებებისთვის მოსამზადებელი შეხვედრა გამართა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.