ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მარია ზახაროვა - ჩვენი დელეგაცია სტამბოლშია, მისი შემადგენლობა კი ცნობილია - თურქული მხარის ინიციატივით, მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევრამდე გადაიდო

მარია ზახაროვა - ჩვენი დელეგაცია სტამბოლშია, მისი შემადგენლობა კი ცნობილია - თურქული მხარის ინიციატივით, მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევრამდე გადაიდო

რუსეთსა და უკრაინას შორის დაგეგმილი მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევარში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
„ჩვენი დელეგაცია სტამბოლშია, მისი შემადგენლობა კი ცნობილია. თურქული მხარის ინიციატივით, მოლაპარაკებები დღის მეორე ნახევრამდე გადაიდო“, - განაცხადა მარია ზახაროვამ.
ამასთან, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღეს, სტამბოლში დაგეგმილ მოლაპარაკებებში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მონაწილეობას არ მიიღებს.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ანკარაშია, სადაც თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.