მედია – სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა

სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა დასრულდა, – ინფორმაციას CNN-ი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლაპარაკებები თითქმის ორ საათს გაგრძელდა.
ამასთან, ზოგიერთი მედია საშუალება იუწყება, რომ მოლაპარაკებები არ დასრულებულა და მხოლოდ დაპაუზდა.
უკრაინული მედიის ცნობით, შეხვედრის დროს კიევის წარმომადგენლები რუსეთის დელეგაციასთან თარჯიმნის მეშვეობით ურთიერთობდნენ.
უკრაინის გუნდს თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობდა, რუსულ მხარეს – კრემლის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი. შეხვედრას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაკან ფიდანი უძღვებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“