რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28-29 მაისის ღამის საათებში რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ გალაციში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
“ღამით რუსეთს ფედერაციამ უკრაინაში, რუმინეთთან მდინარით გამოყოფილი საზღვრის სიახლოვეს, სამოქალაქო და ინფრასტრუქტურული სამიზნეების წინააღმდეგ დრონებით იერიშების მიტანა გააგრძელა.” – განაცხადა რუმინეთმა.
“ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შემოიჭრა, რადარით თვალს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ გალაციმდე ადევნებდნენ და ის საცხოვრებელი შენობის სახურავს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია.” – დაამატა სამინისტრომ.
რუმინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა Facebook-ზე განაცხადა, რომ დრონი 10-სართულიან კორპუსს დაეცა, რამაც ხანძარი გამოიწვია და შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
ხელისუფლების ცნობით, რუსული დრონი გალაცისში ერთი თვის წინაც ჩამოვარდა და საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს დაეცა – შედეგად არავინ დაშავებულა.