არქივი29 მაისი, 2026, 18:14
დმიტრი მედვედევი: ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მოკეტოს ამ საკითხზე

"ევროპელი უძლურები ყვირიან, რომ რაღაც დრონი რუმინეთის საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. რა თქმა უნდა, უნდა გავარკვიოთ, ვისი იყო ის. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ევროკავშირის ყველა ქვეყანამ უნდა მოკეტოს ამ საკითხზე. ევროპული სახელმწიფოები რუსეთთან ომის პირდაპირი მონაწილეები არიან და ამაზე არავინ დავობს," - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.
ცნობისთვის, აქამდე რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 28-29 მაისის ღამის საათებში რუსული დრონი ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და ქალაქ გალაციში საცხოვრებელ კორპუსს დაეცა
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.