რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რუსულ დრონთან დაკავშირებული ინციდენტი ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის გააქტიურების, მოკავშირეებთან კონსულტაციების საფუძველს იძლევა

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოანა ცოიუს განცხადებით, გალაცში საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის ჩამოვარდნა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლის ამოქმედების საფუძველს იძლევა, რომელიც მოკავშირეებთან კონსულტაციებს ითვალისწინებს.

კითხვაზე, უნდა ამოქმედდეს თუ არა ნატო-ს ხელშეკრულების მე-4 მუხლი, მინისტრმა უპასუხა:

„წუხანდელი ინციდენტი იმ ინციდენტების კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებიც ამ ტიპის ინსტრუმენტის გამოყენებას ამართლებს. საუბარია მოკავშირე სახელმწიფოებს შორის კონსულტაციებზე, როდესაც ერთ-ერთი მათგანი თვლის, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება. ცხადია, მე-4 მუხლის ამოქმედება ერთობლივი გადაწყვეტილებაა. ეს იმ ვარიანტებთან დაკავშირებული დისკუსიების ნაწილია, რომლებიც ამჟამად გვაქვს“, – აღნიშნა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს არის ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც რუმინეთს შეუძლია.

კითხვაზე, მოიწვევენ თუ არა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას და განიხილა თუ არა მან ეს საკითხი პრეზიდენტ ნიკუშორ დანთან, მინისტრმა უპასუხა, რომ განხილვები მიმდინარეობს.

„პრეზიდენტმა დღეს უნდა გააკეთოს საჭირო განცხადებები. პრეზიდენტის პრეროგატივაა, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭო და შესაბამისად, აცნობოს ფართო საზოგადოებას ამის შესახებ. როგორც თავდაცვის მინისტრი, ასევე მე მუდმივ კონტაქტზე ვართ პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და ჩვენს მოკავშირეებთან. ინფორმაცია მიიღო ნატ-ოს გენერალურმა მდივანმაც“, – აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-4 მუხლი ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, ერთად გაიარონ კონსულტაციები, როდესაც რომელიმე მათგანის აზრით, მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, პოლიტიკური დამოუკიდებლობა ან უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს