რუსი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი კურსკის ოლქში დაიჭრა, მაგრამ ცოცხალია

სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანია იტყობინება, რომ მისი სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი კურსკის ოლქში დაიჭრა, მაგრამ ცოცხალია და საავადმყოფოში იმყოფება.
როგორც იუწყებიან, მას თავს დაესხა დრონი FPV და ის ამჟამად საოლქო საავადმყოფოში არის კურსკში.
მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხი „ზვეზდა“ იტყობინებოდა, რომ პოდდუბნის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
ომის მხარდამჭერი არხები, რომლებმაც ადრე მისი სიკვდილის შესახებ გაავრცელეს ინფორმაცია, ეს ცნობები აიღეს ან უარყვეს.
დიდ ბრიტანეთში პოდდუბნის წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”