ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კურსკში ცნობილი რუსი პროპაგანდისტი და სამხედრო ბლოგერი დაიჭრა

რუსეთის კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაშავდა ცნობილი რუსი სამხედრო ბლოგერი და სახელმწიფო ტელევიზიის კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი, რომელიც რუსეთის მთავრობას არაერთი მედლით ჰყავს დაჯილდოებული.
პოდდუბნი 2001 წლიდან მუშაობს სხვადასხვა კონფლიქტის ზონაში, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.
თავდაპირველად გავრცელდა ცნობები, რომ პროპაგანდისტი კურსკში დრონის შეტევის შედეგად დაიღუპა, თუმცა შემდეგ რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის გადარჩა და დაჭრილია.
პოდდუბნი ცნობილია თავისი “ოპტიმისტური” რეპორტაჟებით, თუ როგორ “იგებს” რუსეთი ომს სწრაფად. ის წარმოშობით ბელგოროდიდან არის, ქალაქიდან, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.
რუსეთის კურსკის ოლქში, რომელიც ასევე უკრაინას ესაზღვრება, საგანგებო ვითარების რეჟიმი ამოქმედდა.
მოსკოვმა თავდაპირველად შეტევის წარმატებით მოგერიებაზე განაცხადა, მაგრამ მოგვიანებით ეს ცნობა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური განცხადებიდან წაიშალა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.