არქივი8 აგვისტო, 2024, 00:07
რუსული წყაროების ცნობით, კურსკის ოლქში რუსი "სამხედრო კორესპონდენტი” ევგენი პოდდუბნი მოკლეს
კურსკის ოლქში ცნობილი რუსი “სამხედრო კორესპონდენტი” მოკლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის დუმის დეპუტატი, მიხაილ დელიაგინი და რამდენიმე რუსული პროპაგანდისტული “ტელეგრამ” არხი ავრცელებენ.
წინასწარი ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი “სამხედრო კორესპონდენტი” და “სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის” თანამშრომელი, ევგენი პოდდუბნი დღისით კურსკის ოლქში რეპორტაჟს იღებდა ბრძოლებზე, რომლებიც სუჯაში მიმდინარეობს. არსებული ცნობებით, სუჯაში უკრაინელი სამხედროები შეიჭრნენ.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.