არქივი7 ნოემბერი, 2025, 13:40
რუსთაველის გამზირის გადაკეტვისთვის დაკავებულ იოსებ ხეოშვილს 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ იოსებ ხეოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, იოსებ ხეოშვილს 24 და 25 ოქტომბერს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.