ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

რუსთაველის გამზირის ხელმეორედ გადაკეტვისთვის სისხლის სამართლის წესით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს ბრალდებას ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა ვანო ჭკადუამ განუცხადა, მენთეშაშვილს ბრალის დადგენილებას თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღის განმავლობაში გააცნობენ. დიდი ალბათობით, დღესვე იმსჯელებენ მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 347-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევას გულისხმობს. მენთეშაშვილი ანალოგიური ქმედებისთვის 2025 წლის 24 ოქტომბერს ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, მას სახდელის სახით შვიდდღიანი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შესაბამისად, ქმედების განმეორებით ჩადენის გამო, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.