გზის გადაკეტვისთვის დაკავებულ გიორგი ბალხამიშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ბალხამიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 4 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
როგორც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ბორის (ჩელე) ყურუამ განუცხადა, გიორგი ბალხამიშვილს შსს გზის გადაკეტვას ედავება.
„გიორგი ბალხამიშვილს შსს გზის გადაკეტვას ედავება მაშინ, როცა ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო ამისთვის. მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ ოთხი დღით პატიმრობა განუსაზღვრა. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად სასამართლო პროცესთან კი არა, მთლიანად კანონმდებლობასთან და იმ ცვლილებასთან გვაქვს პრობლემა, რომელიც შეტანილია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ის არის პირდაპირ არაკონსტიტუციური და კანონმდებელი იმპერატიულად აწესებს, რომ გზის გადაკეტვაზე და ნიღბის ტარებაზე აუცილებლად 15 დღემდე პატიმრობა უნდა გამოიყენოს სასამართლომ“,- განაცხადა ჩელე ყურუამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს აქციებს – მათი დავალება სწორედ სექტის ფორმით მოქმედებაა, ეს მათი სამწუხარო არჩევანია, ეს არის მათი ტრაგიკული არჩევანი

ირაკლი კობახიძე – დაკავშირებადობის დღის წესრიგის მხარდაჭერის და შემდგომი წინსვლის მიზნით, საქართველო 2032 წლამდე 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებში